საუკეთესო ყაზაიშვილი - ვაისის გუნდის შესანიშნავი სტატისტიკა
Aa
Aa

საუკეთესო ყაზაიშვილი - ვაისის გუნდის შესანიშნავი სტატისტიკა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურში ''დინამო არენაზე'' ანდორის გუნდი 3:0 დაამარცხა. შედეგთან ერთად მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა არაერთი გააზრებული კომბინაცია განახორციელეს და შემოქმედებითი კუთხითაც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ფეხბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს.

whoscored.com-ის ვერსიით საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან საუკეთესო ვაკო ყაზაიშვილი აღმოჩნდა, რომელსაც 10-ბალიანი სისტემით 9,2 დაუწერეს. ''სან ხოსეს'' ფორვარდმა დუბლი შეასრულა და საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ყაზაიშვილმა კარისკენ 6 დარტყმა შეასრულა, რომელთაგან 2 გოლად აქცია.

ერთა ლიგაზე გამართული 3 მატჩის ჯამში, ნაკრებში ყველაზე სტაბილურად კაპიტანი ჯაბა კანკავა გამოიყურება.

კანკავა ანდორასთან შეხვედრაში მართლაც, რომ შეუდარებელი იყო და მოედნის ცენტრში პრაქტიკულად არცერთი ორთაბრძოლა არ წაუგია.

საქართველოს ნაკრებმა კარისკენ 23-ჯერ დაარტყა. მათგან ზუსტი 7 დარტყმა გამოვიდა. პასების სიზუსტის მხრივაც ვაისის გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ქართველმა ფეხბურთელებმა 624 გადაცემიდან 564 ზუსტად შეასრულეს (86%).

ბურთის ფლობაც ჩვენს მხარეს იყო - 77%, რასაც 12 კუთხურიც მოჰყვა.

ფეხბურთელთა შეფასება whoscored.com-ის ვერსიით:

გიორგი ლორია - 6,9

ოთარ კაკაბაძე - 8,2

სოლომონ კვერკველია - 7,7

გურამ კაშია - 7,1

გიორგი ნავალოვსკი - 7,8

ნიკა კვეკვესკირი - 7,7

ჯაბა კანკავა - 8,8

გიორგი ჩაკვეტაძე - 7,2

ოთარ კიტეიშვილი - 6,7

ვაკო ყაზაიშვილი - 9,2

ნიკა კაჭარავა - 6,6

ფეხბურთელები, რომლებიც მეორე ტაიმში გამოჩნდნენ მინდორზე:

ჯანო ანანიძე - 6,4

ვაკო გვილია - 6,3

ვახტანგ ჭანტურიშვილი - 6,2

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები