ნიკოლა კალინიჩი:
Aa
Aa

ნიკოლა კალინიჩი: "გატუზოსთან ერთად "მილანი" დიდ წარმატებას მიაღწევს"

ნიკოლა კალინიჩს სჯერა, რომ ჯენარო გატუზოს „მილანისთვის“ წარმატების მოტანა და ძველი დიდების დაბრუნება შეუძლია. ხორვატმა თავდამსხმელმა გასული სეზონი „სან სიროზე“ გაატარა. მას თავი არაფრით გამოუჩენია, თუმცა გატუზოს სამწვრთნელო მეთოდებმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.

AS-თან ინტერვიუში კალინიჩმა იტალიაში ყოფნის პერიოდი გაიხსენა და განაცხადა: „გატუზო საოცარი პიროვნებაა. „მილანში“ მუდამ შესანიშნავი ატმოსფერო იდგა. ფეხბურთელები ხშირად ხუმრობდნენ და იცინოდნენ, მაგრამ როდესაც საქმე ვარჯიშს ან ოფიციალურ მატჩებს ეხებოდა, ჯენარო ნამდვილი პროფესიონალივით იქცეოდა და მოთამაშეებისგანაც იგივეს მოითხოვდა“.

„გატუზოს მუდამ მაქსიმუმის მიღება სურდა. იგი ნამდვილი „გიჟია“ - ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ჯენარო შესანიშნავი პიროვნული მახასიათებლებით გამოირჩევა და ვფიქრობ მასთან ერთად „როსონერი“ დიდ წარმატებას მიაღწევს.  

შეგახსენებთ, რომ გატუზოს კოლექტივმა ყველა ტურნირის ეგიდით გამართული უკანასკნელი სამი შეხვედრიდან სამივეში იმარჯვა. კვირას „როსონერი“ წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავს და მოსისხლე მტერს, „ინტერს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები