პოგბა:
Aa
Aa

პოგბა: "იმისთვის, რომ ვილაპარაკო კაპიტნის სამკლაური ნამდვილად არ მჭირდება"

პოგბასა და მოურინიოს რთული ურთიერთობის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება.

ჟოზემ ფრანგ ფეხბურთელს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა და განაცხადა, რომ ის საამისოდ მზად არ იყო. ფეხბურთელი რომელიც გუნდიდან წასვლაზე ფიქრობს ასეთი დაფასების ღირსი არ არის.

პოგბას პასუხმა არ დააყოვნა და მან განაცხადა, რომ სალაპარაკოდ კაპიტნის სამკლაური ნამდვილად არ სჭირდება.

საუბრისთვის აუცილებელი არ არის რომ კაპიტანი იყოთ. ლიდერი არ ნიშნავს იმას, რომ შენ კაპიტნის სამკლაურს ატარებ.

როგორც ლიდერი, თქვენ შეგიძლიათ მოედანზე ისაუბროთ, თუმცა მე ბევრი ლიდერი მინახავს რომლებიც საერთოდ არ საუბრობენ.

მაგალითად პირლო ნამდვილი ლიდერი იყო, თუმცა ის გასახდელში ცოტას საუბრობდა. სამაგიეროდ მოედანზე ის თქვენ გზას გიჩვენებდათ, ის მართლაც ნამდვილი ლიდერი იყო.

სამკლაური ჩემი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა. მე ეს არ მჭირდება“.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას შეძენით, „ბარსელონა“, „იუვენტუსი“ და „პსჟ“ ინტერესდებიან.

2019 წლის სატრანსფერო ფანჯრისას მოსალოდნელია, რომ ფრანგი მსოფლიო ჩემპიონი ახალი გუნდის მაისურს მოირგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები