ანანიძე ინდივიდუალური პროგრამით ემზადება - ქართველი ევროპა ლიგის მატჩს გამოტოვებს
Aa
Aa

ანანიძე ინდივიდუალური პროგრამით ემზადება - ქართველი ევროპა ლიგის მატჩს გამოტოვებს

უეფას ევროპა ლიგის მეორე ტურში მოსკოვის ''სპარტაკი'' ესპანურ ''ვილიარეალს'' უმასპინძლებს. რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით მასიმო კარეკას გუნდში ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ვერ ითამაშებს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი თამაშისთვის მზად არაა.

''ვილიარეალთან'' მატჩისწინა დღეს ჯანო ანანიძემ, ალექსანდრ სელიხოვმა, ილია კუტეპოვმა, მარკო პეტკოვიჩმა და პედრო როშამ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშეს. მათ ''ვილიარეალის'' წინააღმდეგ ვერ ვიხილავთ.

''სპარტაკისა'' და ''ვილიარეალის'' დაპირისპირება დღეს, 4 ოქტომბერს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ანანიძემ ტრავმის გამო ექვსი თვე გამოტოვა და პირველი მატჩი 26 სექტემბერს რუსეთის თასზე ჩაატარა. რუსეთის თასის 1/16 ფინალურ ეტაპზე მოსკოვის ''სპარტაკმა'' სტუმრად ზე ლუიშის ერთადერთი გოლით ნოვოროსიისკის ''ჩერნომორეცი'' დაამარცხა. ამ გამარჯვებით ''სპარტაკი'' მერვედფინალში გავიდა.

ანანიძის წარმატებული დაბრუნება - გამარჯვება თასის გათამაშებაში

მიმდინარე სეზონში ჯანო ანანიძე ''სპარტაკის'' სამატჩო განაცხადში პირველად მოხვდა. 26 წლის ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 83-ე წუთზე გამოჩნდა. 89-ე წუთზე ქართველ შემტევს გოლის გატანის შესანიშნავი შანსი ჰქონდა, თუმცა მისი ოსტატური დარტყმა მეკარემ ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია.

''ჩერნომორეცთან'' შეხვედრის შემდეგ ''სპარტაკი'' პრემიერლიგაში ''როსტოვს'' შეხვდა. სამატჩო განაცხადში ანანიძე არ იმყოფებოდა.

ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრებში ჯანო ანანიძე გამოიძახა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები