131 მილიონი ტრანსფერებისთვის -
Aa
Aa

131 მილიონი ტრანსფერებისთვის - "ბარსას" რეკორდული შემოსავალი

ესპანური AS-ის ინფორმაციით, წლევანდელ სეზონში „ბარსელონას“ დირექტორთა საბჭომ რეკორდული ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 960 მილიონ ევროს შეადგენს.

ამ მაჩვენებლით „ბლაუგრანას“ ევროპაში პირველ პოზიციაზე იმყოფება.

წყაროს მტკიცებით კატალონიელები 2019 წლის სატრანსფერო ფანჯრისთვის 131 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავენ. პლუს ამას დაემატება გაყიდული მოთამაშეებიდან შესული თანხა და ერიკ აბიდალს შემადგენლობის გასაძლიერებლად საკმაოდ დიდი ფინანსური შესაძლებლობები ექნება.

კლუბის სპორტულ დირექტორად აბიდალის დანიშვნის შემდეგ „ბარსამ“ სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ წარმატებით იმუშავა და ეს ყველაფერი ციფრებშიც აისახა.

ესპანური პრესა ვარაუდობს, რომ 2019 წელს „ბარსას“ მთავარი სამიზნე ექსტრა კლასის ფორვარდი იქნება, რომელიც ლუის სუარესს შეცვლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები