კარაგერი:
Aa
Aa

კარაგერი: "პოგბა არაკაცია...მისთვის "ბარსელონა" საუკეთესო ვარიანტია"

„ექსლივერპულელმა“ ჯეიმი კარაგერმა Sky Sports-თან საუბრისას პოლ პოგბას შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა და ფრანგი ფეხბურთელი დაუნდობლად გააკრიტიკა.

თუ მოურინიო გუნდს დატოვებს, თქვენ ახალ პოგბას მაინც ვერ იხილავთ. ის ისეთი კარგი არ არის როგორც თავად ჰგონია. მას თამაშის გაგების პრობლემა აქვს.

თქვენ შეგიძლიათ მისი უკანასკნელი ორი მატჩი შეადაროთ. დიდებული გოლი „იანგ ბოიზის“ წინააღმდეგ, თუმცა შემდეგ „ვულვზთან“ გოლის დროს შეცდომა დაუშვა.

პოგბას შეძენა ბევრ გრანდს სურს, თუმცა „ბარსელონა“ საუკეთესო ვარიანტია. ის მოედანზე საკუთარი თავისთვის თამაშობს, იგი რეალურად კაპიტნობის ღირსი არ არის. მან საკუთარ აგენტს ნება მისცა, რომ თავისი კლუბის შესახებ ცუდად ესაუბრა, ის არაკაცია“.

როგორც მოგეხსენებათ, პოგბასა და მოურინიოს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.

ფრანგი უკვე კონფლიქტის დამალვას აღარ ცდილობს და ჟოზეს საჯაროდ უპირისპირდება.

ბრიტანული პრესა ვარაუდობს, რომ პოგბამ შესაძლოა გუნდი ზამთარშივე დატოვოს. მის მთავარ მსურველად „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ სახელდებიან, თუმცა ფავორიტად ესპანური გრანდი მიიჩნევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები