აბურჯანიას გამარჯვება ''რომარედაზე'' - ქართველების დაპირისპირება ესპანეთში
Aa
Aa

აბურჯანიას გამარჯვება ''რომარედაზე'' - ქართველების დაპირისპირება ესპანეთში

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგა 2-ის მე-6 ტურში ''სარაგოსა'' ''რომარედაზე'' 0:2 დამარცხა ''ლუგოსთან.'' სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი აბურჯანია მოხვდა. ''სარაგოსას'' სამატჩო განაცხადში გიორგი პაპუნაშვილი იმყოფებოდა. 23 წლის შემტევმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.

ანგარიში 21-ე წუთზე ''ლუგოს'' შემტევმა კარლოს პიტამ გახსნა. 57-ე წუთზე სტუმრებმა მეორე გოლი გაიტანეს. საგოლე კომბინაციაში გიორგი აბურჯანია მონაწილეობდა, გოლი კი ''ბარსელონას'' ყოფილი ფეხბურთელის, ჟან-მარი დონგუს ანგარიშზეა.

  

''სარაგოსას'' მხრიდან გოლის გატანის რეალური შანსი პაპუნაშვილს ჰქონდა, თუმცა მისი ტექნიკური დარტყმისას ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.

 

მატჩის მიწურულს გიორგი აბურჯანიამ ტრავმის გამო მოედანი საკაცით დატოვა, თუმცა დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა და მინდორზე დაბრუნდა. მან 90 წუთი ითამაშა. 

22-გუნდიან ლა ლიგა 2-ში ''სარაგოსა'' 8 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო ''ლუგო'' 7 ქულით მე-12 ადგილს იკავებს.

აბურჯანია და მისი თანაგუნდელები გამარჯვების შემდეგ 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები