ბასილაშვილი მეცის ტურნირის 1/4 ფინალში კეი ნიშიკორის შეხვდება!
Aa
Aa

ბასილაშვილი მეცის ტურნირის 1/4 ფინალში კეი ნიშიკორის შეხვდება!

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის 250-იან ტურნირზე წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს და გათამაშების 1/4 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ და მეორე რაუნდში ფრანგები - კენი დე შეპერი და უგო უმბერი დაამარცხა, დღეს კი მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშესთან, კეი ნიშიკორისთან დაპირისპირება მოუწევს.

ბასილაშვილმა გუშინდელ მატჩში საუკეთესო თამაში ნამდვილად ვერ აჩვენა, მაგრამ მეტოქეს მძიმე ბრძოლაში მაინც აჯობა - 6:7; 7:6; 6:3.

26 ბასილაშვილი 1/4 ფინალურ მატჩს კეი ნიშიკორის წინააღმდეგ ჩაატარებს და იაპონელ ვარსკვლავს კარიერიაში პირველად შეხვდება.

ნიშიკორი ამჟამად მსოფლიოს მე-12 ჩოგანია და საკმაოდ კარგ სათამაშო ფორმაში იმყოფება, მან ამერიკის ღია პირველობის 1/2 ფინალში გასვლა შეძლო, მეცის ტურნირზე კი პირველ ნომრადაა განთესილი.

ქართველისა და იაპონელის მატჩი დღევანდელი სათამაშო სესიის მე-3 მატჩადაა ჩანიშნული და თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები