ბასილაშვილმა წყვილები გამარჯვებით დაიწყო, დღეს კი ერთეულთა შორის ითამაშებს...
Aa
Aa

ბასილაშვილმა წყვილები გამარჯვებით დაიწყო, დღეს კი ერთეულთა შორის ითამაშებს...

მსოფლიოს 31-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მეცში იმყოფება და იქაურ 250-იან ტურნირზე მონაწილეობს. ბასილაშვილი ერთეულთა შორის მე-5 ნომრადაა განთესილი, იგი ასევე თამაშობს წყვილთა თანრიგშიც.

ქართველმა და მისმა მეწყვილემ, რადუ ალბოტმა გუშინ 1/8 ფინალური შეხვედრა ჩაატარეს და ფრანგულ დუეტს - უმბერი/ცონგას 3 სეტში - 5:7; 6:4; 10:8 მოუგეს.

დღეს, ბასილაშვილი ერთეულთა შორის ითამაშებს და კიდევ ერთ ადგილობრივს, კენი დე შეპერს დაუპირისპირდება. დე შეპერი ვეტერანია და განსაკუთრებული სათამაშო დონისთვის არასდროს მიუღწევია, ამჟამად კი მსოფლიო რეიტინგის 186-ე საფეხურზეა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, შანსები თითქმის თანაბრად ფასდება, რაც ცოტა გასაკვირია. თამაში დახურულ დარბაზში გაიმართება და თბილისის დროით, დაახლოებით, 16:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები