''რონალდუს ტრანსფერს ლებრონ ჯეიმსის „ლეიკერსში“ გადასვლას შევადარებდი''
Aa
Aa

''რონალდუს ტრანსფერს ლებრონ ჯეიმსის „ლეიკერსში“ გადასვლას შევადარებდი''

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდა და სიმბოლო, ალესანდრო დელ პიერო Gazzetta dello Sport-თან კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საუბრობს.

დელ პიერომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის „იუვეში“ გადასვლა, ლებრონ ჯეიმსის „ლეიკერსში“ ტრანსფერს შეადარა.

სრულიად აშკარაა, რომ გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ეს ისაა, რასაც „იუვეს“ გულშემატკივრები მთელი გულით ელოდებიან.

ამის გამო, პროექტი კიდევ უფრო ამბიციური გახადეს და კრიშტიანუ რონალდუ დაიმატეს, რაც ძალიან მომწონს და ლებრონ ჯეიმსის „ლეიკერსში“ გადასვლას შევადარებდი.

რონალდუ უდიდესი ჩემპიონია, საოცარი მენტალიტეტი აქვს, ისეთი, როგორიც მხოლოდ სპორტის ძალიან გამორჩეულ ფიგურებს აქვთ.

ჩემი პირველი რეაქცია, როცა მისი ტრანსფერის შესახებ გავიგე? უბრალოდ, ვერ ვიჯერებდი და ვფიქრობდი, მეხუმრებოდნენ.

ის თანდათან აღმოაჩენს, როგორია, იყო „იუვეს“ ყოველდღიურობის ნაწილი. ეს გუნდი ყველგანაა, რადგან ფანები მსოფლიოს ყველა ნაწილში ჰყავს. მიხვდება, რომ ამ მაისურით თამაში უდიდესი პასუხისმგებლობა და პრივილეგიაა“.

ალესანდრო დელ პიერო 2015 წლიდან მოყოლებული Sky Sport Italia-ს ჟურნალისტია და საფეხბურთო ციებ-ცხელებაში კვლავ აქტიურადაა ჩართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები