მილანმა შესაძლოა ფელაინი გაიფორმოს
Aa
Aa

მილანმა შესაძლოა ფელაინი გაიფორმოს

იტალიური პრესის ცნობით, „მილანს“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბელგიელი ნახევარმცველის, მარუნ ფელაინის შეძენა სურს, რომელსაც მიმდინარე სეზონში ინგლისურ კლუბში ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონია.

"Corriere della Sera"-ს მიხედვით, ფელაინი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ფეხბურთელია "როსონერის" ხელმძღვანელებისთვის. როგორც აღნიშნული გაზეთი  იტყობინება, "მილანი" მზად არის, გაიღოს 20 მილიონი. სწორედ ეს თანხა აქვს მითითებული მოთამაშეს ტრანსფერ მარკეტზე.

მარუან ფელაინმა მხოლოდ 10 შეხვედრა ჩაატარა „მანჩესტერში“ ამ სეზონში და ისიც, უმეტესი დრო სათადარიგო სკამზე გაატარა, აქედან გამომდინარე, მეტად სავარაუდოა, ფეხბურთელმა სათამაშო დროის გაზრდის მიზნით, "მილანი" აირჩიოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები