სერენა უილიამსი 17 ათასი დოლარით დააჯარიმეს!
Aa
Aa

სერენა უილიამსი 17 ათასი დოლარით დააჯარიმეს!

ამერიკის ღია პირველობის ქალთა თანრიგის ფინალურ მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო, სერენა უილიამსი 17 ათასი ამერიკული დოლარით დააჯარიმეს.

როგორც განმარტებაში წერია, ამერიკელ ვარსკვლავს 10 ათასის გადახდა მსაჯის შეურაცხყოფისთვის მოუწევს, 4 ათასის - თამაშისას მწვრთნელთან კომუნიკაციისთვის, ხოლო 3 ათასის - ჩოგნის გატეხვისთვის.

მსაჯის მიერ მიღებული გაფრთხილების შემდეგ, უილიამსი გაცხარდა და მასთან კამათი დაიწყო, რაც მატჩის მიმდინარეობისას 2-ჯერ მოხდა. საერთო ჯამში, სერენამ 3 გაფრთხილება მიიღო, რაც, საბოლოოდ, 1 გეიმის ავტომატურად წაგებად დაუჯდა.

უილიამსმა გეიმის წაგება კიდევ უფრო მწვავედ გააპროტესტა და კორტზე სუპერვაიზერის გამოსვლაც გახდა საჭირო, რამაც სიტუაცია შედარებით დაამშვიდა და შეხვედრა გაგრძელდა.

დიდი სლემის ტურნირების ფინალის ისტორიაში პირველად მოხდა, როცა ჩოგბურთელს გეიმი ავტომატურად ჩამოართვეს.

36 წლის სერენა უილიამსს ჰქონდა შანსი, რომ მარგარეტ კორტის ყველა დროის რეკორდი გაემეორებინა და 24-ე დიდი სლემის ტიტული მოეგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები