Aa
Aa

"მიზანი უცვლელია, ჩვენი მიზანი პირველ ადგილზე გასვლაა"

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტუმრო "ჰუალინგში" პრესკონფერენცია გამართა.

ვლადიმირ ვაისი: "ეროვნულ ნაკრებში ბევრი ისეთი ფეხბურთელი გამოვიძახე, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ოფიციალურ შეხვედრებში არ უთამაშიათ, ვფიქრობ შეუძლიათ ნაკრებს დახმარება გაუწიონ. შესაძლოა, ისინი მათზე სასარგებლონი იყვნენ, ვინც კლუბებში რეგულარულად თამაშობენ. ვგულისხმობ

მჭედლიძე და ოქრიაშვილი სათამაშო კლასით გამორჩეულები არიან, თუმცა გეთანხმებით, რომ ასი პროცენტით სათამაშოდ მზად არ არიან. მიუხედავად ამისა, მათზე შევაჩერე არჩევანი.

ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლაა. ეროვნული ნაკრების თამაშის გამო ყაზახეთის პრემიერლიგის ერთი ტური მთლიანად გადაიდო. ფაქტია, რომ ყაზახები სერიოზულად ემზადებიან. ჩვენ მზადება ახლახანს დავიწყეთ, ყაზახეთმა კი შეკრება ერთი კვირის წინ დაიწყო.

ხელოვნურ მინდორზე თამაში იქნება რთული, მაგრამ წაგების შემთხვევაში ეს არ იქნება გასამართლებელი მიზეზი. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს არაერთხელ უთამაშიათ ხელოვნურ მინდორზე. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ხელოვნურ საფარზე წარმატებით ვითამაშოთ. თორნიკე ოქრიაშვილმაც აღნიშნა, რომ შეუძლია გავიდეს მინდორზე და ნაკრებისთვის ბოლომდე დაიხარჯოს. ვფიქრობ ქართველი ფეხბურთელები ძალიან ტექნიკურები   არიან და ამ მხრივ მოვახერხებთ ვაჯობოთ მეტოქეს და მისი დადებითი მხარეები   გადავფაროთ.  ყაზახეთის ნაკრები აქცენტს სტანდარტულებზე აკეთებს.

რაც შეეხება ფორვარდებს, რეალურად მხოლოდ ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს რეგულარულად. ამ მხრივ ნამდვილად გვაქვს პრობლემები. რაც შეეხება მეკარეებს, პირველ ნომრად გიორგი ლორია ითამაშებს. კარგი მეკარეები გვყავს კვასხვაძისა და კუპატაძის სახით, მაგრამ ამ ეტაპზე სასტარტო შემადგენლობაში ლორია ითამაშებს. მოგეხსენებათ, გიორგი მაკარიძემ ზურგის ოპერაცია გაიკეთა და მინდორს კარგა ხნით ჩამოშორდა." 

შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელები წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის თბილისში მოემზადებიან. ჩვენი გუნდი ასტანაში 5 სექტემბერს გაემგზავრება. ყაზახეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრა 6 სექტემბერს შედგება. ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი საქართველოსა და ლატვიას შორის 9 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ ჩატარდება. ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან და ლატვიასთან დაგეგმილი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები