ზარანდიას აღიარება პოლონეთში - 22 წლის ქართველი ტურის სიმბოლურ გუნდში
Aa
Aa

ზარანდიას აღიარება პოლონეთში - 22 წლის ქართველი ტურის სიმბოლურ გუნდში

პოლონეთის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურის სიმბოლურ გუნდში ქართველი ფეხბურთელი ლუკა ზარანდია მოხვდა. სიმბოლური ნაკრები ექსტრაკლასას ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.

''ზაგლებიეს'' წინააღმდეგ "არკას" მაისურით ლუკა ზარანდიამ 90 წუთი ითამაშა. ქართველმა შემტევმა მეორე ტაიმში გოლი გაიტანა და "არკა" დააწინაურა _ 2:1.  საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. მიმდინარე სეზონში 22 წლის ზარანდიას გუნდმა 7 მატჩში 7 ქულა მოაგროვა. 16_გუნდიან ჩემპიონატში ზარანდიას გუნდი მე_9 ადგილზეა. 7 შეხვედრაში "არკამ" მხოლოდ 7 გოლი გაიტანა. 

მიმდინარე სეზონში ზარანდიამ პოლონეთის ჩემპიონატის 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 1 გოლია.

ზარანდიას გოლი პოლონეთის ჩემპიონატში _ პირველი გოლი ახალ სეზონში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ შემადგენლობა დაასახელა. 21-წლამდელებს სექტემბერში ორი თამაში ელით: 7 სექტემბერს სტუმრად ევროშესარჩევ ეტაპზე ლიეტუვასთან, ხოლო 11 სექტემბერს ასევე სტუმრად, ამხანაგურ მატჩში მალტასთან. გია ცეცაძემ ზარანდია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახა.

ასევე შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისმა ზარანდია საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაში შეიყვანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები