საქართველო VS ლატვია - ბილეთების გაყიდვა დაიწყო!
Aa
Aa

საქართველო VS ლატვია - ბილეთების გაყიდვა დაიწყო!

უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი: საქართველო - ლატვია  ონლაინ ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით  შეუძლია.

ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

საქართველო - ლატვიის მატჩის ბილეთების ფიზიკური გაყიდვა „დინამო არენას“ სალაროებში, მოგვიანებით, 1 სექტემბრიდან დაიწყება.

მატჩი „დინამო არენაზე“ 9 სექტემბერს 20:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ვაისის გუნდი ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს 6 სექტემბერს ყაზახეთთან გასვლითი მატჩით გახსნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები