კახა ჩხეტიანი -
Aa
Aa

კახა ჩხეტიანი - "ეს თამაში თავისი მნიშვნელობით ყველასგან განსხვავებულია"

ქუთაისის ტორპედო ევროპის ლიგის პლეი-ოფის შეხვედრაში "ლუდოგორეცს" დაუპირისპირდება.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გუნდება ბოლო ვარჯიში გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ქუთაისურ კლუბი შეხვედრას უდანაკლისოდ ხვდება . საქართველოს 4-გზის ჩემპიონი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. ქუთაისური გუნდი ევროპალიგის პლეი ოფში პირველად თამაშობს

მატჩზე დასასწრები ბილეთი 4 ლარი ღირს და სტადიონის სალაროებში იყიდება.

კახა ჩხეტიანი : "ეს თამაში თავისი მნიშვნელობით ყველასგან განსხვავებულია. საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და თითოეული მათგანი მზადაა, მოედანზე გამოვიდეს და თავისი მაქსიმუმი დადოს. "ლუდოგორეცი" ძლიერი გუნდია. ძალიან მინდა რომ ის, რაც მიზნად დავისახეთ, გამოვიდეს. იმ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომელსაც გუნდში ყოველდღე ვნერგავთ, ეს კი იმას გულისხმობს, რომ შეტევაშიც უნდა ვიაქტიუროთ და უკანაც კარგად გამოვიყურებოდეთ."

როინ კვასხვაძე : " ვემზადებით ბრძოლისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა გავახაროთ ჩვენი ქალაქი და ჩვენი გულშემატკივარი. ვაცნობიერებთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. დარწმუნებული იყავით მაქსიმუმს გავიღებთ წარმატებისთვის"

შეგახსენებთ , მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები