გუარდიოლა:
Aa
Aa

გუარდიოლა: "არ ვთვლი, რომ ჩვენ უპატივცემულოდ ვმოქმედებთ"...

ჟოზე მოურინიოსა და პეპ გუარდიოლას შორის ახალი დაპირისპირება იწყება. რამდენიმე დღის წინ მოურინიომ „სიტის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მათ შეუძლიათ იყვნენ მდიდარი გუნდი და შეიძინონ უმაღლესი დონის მოთამაშეები, მაგრამ ისინი ვერ იყიდიან კლასს.

გუარდიოლამ მოურინიოს პასუხი არ დაუგვიანა: „მოურინიო მართალია, კლასს ვერ იყიდი. არ ვთვლი, რომ ჩვენ უპატივცემულოდ ვმოქმედებთ. ჩვენ ვართ გუნდი რომელსაც სურს გაიზარდოს და მოიგოს ტიტულები.

ეს არის ჩვენი შეხედულება და მიმართულება, თუმცა თქვენ შეგიძლიათ საკუთარი პოზიცია გქონდეთ და ეს ყველაფერი არ მოგწონდეთ, ან მოგწონდეთ. იმაში გეთანხმებით, რომ კლასს ფულით ვერ იყიდი“.

მოურინიო გასული სეზონიდან მოყოლებული ტრანსფერებზე უკმაყოფილებას გამოთქვამს. მისი თქმით, „სიტი“ ყველა სასურველ მოთამაშეს იმატებს, ხოლო „იუნაიტედს“ ამ მხრივ პრობლემები აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები