გერმანიაში საუკეთესო დაასახელეს
Aa
Aa

გერმანიაში საუკეთესო დაასახელეს

გერმანელი სპორტული ჟურნალისტების ასოციაციამ "Kicker-ს" მიერ ჩატარებული გამოკითხვით წლის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი მადრიდის "რეალის" საყრდენმა ნახევარმცველი, ტონი კროოსი გახდა .

კროოსმა კონკურენტები საგრძნობლად ჩამოიტოვა. მეორე ადგილზე "ფრაიბურგის" ცენტრფორვარდი ნილს პეტერსენი გავიდა .

28 წლის გერმანელმა საკუთარ ქვეყანაში წლის საუკეთესო მოთამაშის წოდება კარიერაში პირველად მოიპოვა.

ტონი კროოსმა 2018 წელს მადრიდის "რეალთან" ერთად ისტორია დაწერა და ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მესამედ მოიგო. მსოფლიო თასზე კი "ბუნდესნაკრებთან" ერთად ჩავარდა, მაგრამ შვედეთს გამარჯვების მომტანი დასამახსოვრებელი გოლი გაუტანა.

გასულ წელს ეს ჯილდო მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდამ, ფილიპ ლამმა, მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები