Aa
Aa

"ვესტ ბრომვიჩის" უცნაური თილისმა

გუშინ ჩემპიონშიპში ახლად გავარდნილმა „ვესტ ბრომვიჩმა“ ახალი სეზონის  პირველი შეხვედრა გამართა. მატჩის ყველაზე სანახაობრივი მომენტი გუნდის ახალი თილისმის წარდგენა გახლდათ.

ფეხბურთის ისტორიაში ბევრი უცნაური თილისმა გვინახავს, მაგრამ „ვესტ ბრომვიჩმა“ ამ კატეგორიაში ალბათ ყველას აჯობა. „ბოლტონთან“ დაპირისპირების წინ მოედანზე მაყურებლებმა “Boiler Man” იხილეს, რომელმაც მათი ყურადღების მიპყრობა ნამდვილად მოახერხა! აი გამხნევების და თამაშში ჩართვის რა გითხრათ...

შეგახსენებთ, რომ „ვესტ ბრომვიჩმა“ კონტრაქტი ჰალში დაარსებულ კომპანიასთან “Boilers”-თან გააფორმა და თილისმის „ჩაცმულობა“ სწორედ ამ ორგანიზაციის ლოგოსთან ასოცირდება.

“Boiler Man”-ის დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა, „ვესტ ბრომვიჩმა“ შეხვედრა 89-ე წუთზე მიღებული გოლის გამო დათმო...

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები