ელოშვილის მორიგი გოლი - გამარჯვების აღნიშვნა ქართული დროშით
Aa
Aa

ელოშვილის მორიგი გოლი - გამარჯვების აღნიშვნა ქართული დროშით

2018-19 წლების სეზონის სტარტზე ‘‘კაპფენბერგის’’ 20 წლის შემტევი ლევან ელოშვილი ყველაზე შედეგიანი ქართველი ლეგიონერია. ავსტრიის მეორე ლიგისა და თასის გათამაშების სამ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. 20 წლის ფეხბურთელმა 3 გოლის გატანა 70 წუთში მოახერხა. სამივე შეხვედრაში ელოშვილი მეორე ტაიმის მიმდინარეობისას ჩაერთო თამაშში.

ავსტრიის მეორე ლიგის მეორე ტურში ‘‘კაპფენბერგმა’’ სტუმრად 2:0 დაამარცხა ვენის ‘‘ფლორიდსდორფი’’. ელოშვილი 59-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე. 85-ე წუთზე მან მეტოქის ორ ფეხბურთელს აჯობა და ზუსტი დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ავსტრიის რანგით მეორე ლიგის გათამაშება 16-გუნდიანი გახდა. ქართველის გუნდმა საწყის ორ ტურში 6 ქულა მოიპოვა.

ლევან ელოშვილის გოლი

 

ელოშვილმა ‘‘კაპფენბერგის’’ მაისურით სადებიუტო გოლი გასული სეზონის დასკვნით ტურში შეაგდო. ნიჭიერმა ქართველმა ფეხბურთელმა ავსტრიული გუნდის მაისურით ჩატარებულ უკანასკნელ 4 მატჩში 4 გოლი შეაგდო (2 - ავსტრიის ჩემპიონატი, 2 - ავსტრიის თასი).

გია გეგუჩაძის მთავარი მწვრთნელობისას ელოშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო.

ლევან ელოშვილი მატჩის შემდეგ საქართველოს დროშით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები