საქართველოს ჩემპიონის დამაჯერებელი გამარჯვება - ''ტორპედომ'' ''ვიკინგურს'' სძლია
Aa
Aa

საქართველოს ჩემპიონის დამაჯერებელი გამარჯვება - ''ტორპედომ'' ''ვიკინგურს'' სძლია

უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ''ტორპედომ'' საკუთარ მოედანზე 3:0 გაანადგურა ''ვიკინგური.''

კახა ჩხეტიანის გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

პირველი გოლი 27-ე წუთზე გავიდა, როცა მათე ცინცაძის შესრულებულ კუთხურს თორნიკე კაპანაძის თავური დარტყმა მოჰყვა და ქუთაისური გუნდი დაწინაურდა.

თორნიკე კაპანაძემ მეორე გოლის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა. მისი პასის შემდეგ ქიმაძემ ანგარიში გახსნა.

პირველი გოლის მსგავსად მესამე გოლიც თავური დარტყმით გავიდა. 85-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა დოლიძემ საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, რომელიც კუტალიამ მოიგო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

საპასუხო შეხვედრა 2 აგვისტოს გაიმართება.

წყვილში გამარჯვებული ''კუკეშსა'' და ''ყარაბაღს'' შორის წაგებულს დაუპირისპირდება.

  

ტორპედო (ქუთაისი) – ვიკინგური (ფარერის კუნძულები) 3:0(1:0)

26 ივლისი, ქუთაისი, "რამაზ შენგელია"

ტორპედო: კვასხვაძე, გეგეჭკორი, აზაცკი, კობახიძე, მარინი (ლაჩნი 46), ცინცაძე, ჰლინკა(კუხიანიძე 70), დაფე(დოლიძე 59), ქიმაძე, კუტალია, კაპანაძე

მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

ვიკინგური: რასმუსენი, იაკობსენი, გრეგსენი, ლერვიგი(ტომსენი 90), ნიბლასი, ლოკინი, იანსენი(ლერვიგი 60), ჯორჯევიჩი, ს.ვატნჰამარი, გ.ვატნჰამარი, ლავალი(ოლსენი 80)

მთავარი მწვრთნელი: სიგფრიდურ კლემენტსენი

გოლები: 1:0 კაპანაძე(27), 2:0 ქიმაძე(73), 3:0 კუტალია(85)

გაფრთხილებები: კობახიძე(34), ლოკინი(50), გეგეჭკორი(52), ოლსენი(87)

მთავარი მსაჯი: არტიომ კუჩინი

 

ფოტო/ვიდეო: ''ტორპედოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები