იტალიური და ესპანური პრესა კრიშტიანუს ტრანსფერს გამოეხმაურა
Aa
Aa

იტალიური და ესპანური პრესა კრიშტიანუს ტრანსფერს გამოეხმაურა

სამშაბათს, კრიშტიანუ რონალდუს საგა დასრულდა. კვირების მანძილზე გავრცელებულ ჭორებს წერტილი დაესვა და პორტუგალიელი ფეხბურთელი ოფიციალურად „იუვენტუსში“ გადავიდა, ტრანსფერის თანხამ საკმაოდ სოლიდური, 100 მილიონი ფუნტი, შეადგინა.

კრიშტიანუ „სამეფო კლუბში“ 2009 წელს მოვიდა და მადრიდელების მაისურით 450(რეალი 451-ს თვლის) გოლი გაიტანა. არავის ეგონა, რომ იგი კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებდა, თუმცა „იუვემ“ მიზანს მიაღწია და მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გაიფორმა.

კრიშტიანუს ტრანსფერს მთელი საფეხბურთო სამყარო გამოეხმაურა, განსაკუთრებით იტალიური და ესპანური გამოცემები გამოირჩნენ.

MARCA

„მარკას“ დამშვიდობება ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გაზეთმა პირველ გვერდზე კრიშტიანუს მიერ გატანილი 451 გოლი გამოსახა და „ბურთებს“ ზედ იმ კლუბების ემბლებები დაახატა, რომელთა კარის აღებაც პორტუგალიელმა „რეალში“ ყოფნისას მოახერხა, სათაურად კი ასეთი რამ გამოიტანა: „ლეგენდის 451 გოლი“.

AS

მადრიდულმა “AS”-მა კრიშტიანუ ასეთი წარწერით გააცილა: „ნახვამდის კრიშტიანუ, სანამ გაგრძელდა კარგი იყო“.

DIARIO SPORT

„რეალის“ ქომაგების განწყობა ყველაზე კარგად ალბათ „DIARIO SPORT“-მა ასახა, რომელმაც ჟურნალის პირველ გვერდზე ასეთი წარწერა განათავსა: „კრიშტიანუს შოკი“.

Mundo Deportivo

„მუნდო დეპორტივომ“ კრიშტიანუს “დასცინა” და „იუვეს“ ფორმით გამოწყობილ რონალდუს თან ფეხბურთელის ინიციალები, CR7 დაურთო.

იტალიური პრესა

La Gazzetta dello Sport

იტალიურმა გამოცემა კრიშტიანუს ფრაზას მარტივად გამოეხმაურა, „La Gazetta deloo Sport“-მა პირველ გვერდზე რონალდუს ფოტო გამოაქვეყნა და თან ასეთი წარწერა დაურთო - „ჩამოსვლა“.

Corriere dello Sport

“Corriere dello Sport” გაცილებით მოკრძალებული იყო და უბრალოდ პირველ გვერდზე „იუვეს“ მაისურში გამოწყობილი რონალდუს ფოტო განათავსა.

La stampa

მსგავსად სხვა “Corriere dell Sport”-ისა “La Stampa”-ც მოკრძალებული იყო და სხვა სიახლეებთან ერთად პირველ გვერდზე კრიშტიანუს ფოტო გამოაქვეყნა, თუმცა განსხვავებით სხვა გამოცემებისა მას „იუვეს“ ფორმა არ ეცვა.

Tuttosport

Tuttosport-მა „იუვეს“ ფორმიან კრიშტიანუსთან ერთად მარტივი სიტყვა აირჩია - „აქ“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები