''ჭორების აგორებას სასტიკად ვგმობთ'' - ''რეალმა'' მბაპესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
მადრიდის ''რეალმა'' კილიან მპაბეს ტრანსფერთან დაკავშირებული ჭორები უარყო და აღნიშნულ ინფორმაციას სრული სიცრუე უწოდა.
19 წლის შემტევი მსოფლიო ჩემპიონატზე საოცრად გამოიყურება, 4 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი და საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მეოთხედფინალურ ეტაპზეა გასული. მბაპეს რონალდუს სავარაუდო შემცვლელად განიხილავდნენ, თუმცა საკუთარ საიტზე გავრცელებულ განცხადებაში რეალმა ყველაფერი უარყო და აღნიშნა:
„კილიან მბაპეს შესახებ რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა. ''რეალს'' ''პარის სენ ჟერმენისთვის'' ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს და ჩვენ ასეთი სახის ჭორების აგორებას სასტიკად ვგმობთ“.
მბაპემ კარიერა ''მონაკოში'' დაიწყო, სადაც საფრანგეთის ჩემპიონი გახდა და 2017 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. იმავე წლის სატრანსფერო ბაზარზე კი ''პარის სენ ჟერმენში'' გადავიდა. პსჟ-მ მის სანაცვლოდ 128 მილიონი გადაიხადა.