''ეს სიცრუეა'' - ''ბარსელონამ'' ბრალდება უარყო
Aa
Aa

''ეს სიცრუეა'' - ''ბარსელონამ'' ბრალდება უარყო

„ბარსელონას“ ყოფილ პრეზიდენტს სანდრო როსელს ერიკ აბიდალის ოპერაციისთვის ღვიძლის უკანონო გზებით შეძენას აბრალებენ.

 კერძოდ, გავრცელდა ინფორმაცია რომ როსელმა ღვიძლი შავ ბაზარზე შეიძინა და ოპერაციაც სწორედ ამის შემდეგ ჩატარდა.

 როგორც მოგეხსენებათ აბიდალს 2012 წელს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ოპერაციის შემდეგ ფრანგი ფეხბურთელი გადარჩა და მოედანსაც დაუბრუნდა.

 „ბარსელონამ“ ხსენებული ბრალდენა უკვე ოფიციალურად უარყო და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა და ამ მოსაზრებას თავად ფეხბურთელიც იზიარებს.

იგივე პოზიციას იზიარებს აბიდალიც, რომელმაც შემდეგი განაცხადა: „ჩემმა ბიძაშვილმა ჟერარმა თავისი ღვიძლი გაიღო, რათა ჩემი სიცოცხლე გადაერჩინა'' - აღნიშნა აბიდალმა.

 შეგახსენებთ, რომ ერიკ აბიდალი ამჟამად „ბარსელონაში“ სპორტული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს.

მსგავსი სიახლეები