FIFA-მ ლიხშტაინერი, ჯაკა და შაჩირი დააჯარიმა
Aa
Aa

FIFA-მ ლიხშტაინერი, ჯაკა და შაჩირი დააჯარიმა

ფიფამ შვეიცარიელ ფეხბურთელებს, სტეფან ლიხშტაინერის, შერდან შაჩირის და გრანიტ ჯაკას დისკვალიფიკაციით არ მისცა და მხოლოდ ფინანსური სასჯელით შემოიფარგლა. ჯაკას და შაჩირის წყალობით შვეიცარიელებმა სერბეთის ნაკრები დაამარცხეს და ჯგუფიდან გასვლის შანსები გაიორმაგეს. ორივე ფეხბურთელმა გოლის გატანის შემდეგ ხელებით ალბანეთის დროშაზე გამოსახული სიმბოლო, ორთავიანი არწივი განასახიერა, რამაც სერბთა გაღიზიანება გამოიწვია. ფიფამ გამოძიების შედეგად ჯაკას და შაჩირის 7500 დოლარიანი, ხოლო ლიხშტაინერს 5000 დოლარიანი ჯარიმა დააკისრა.

შვეიცარიელთა ტრიომ ფინანსურ ჯარიმასთან ერთად ფიფას ფეარ ფლეის პრინციპების დარღვევის თაობაზე გაფრთხილება მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ჯაკას და შაჩირის კოსოვოსთან ნათესაური კავშირები აქვს. უეფა კოსოვოს აღიარებს, თუმცა სერბეთს ამ ქვეყანასთან დღემდე დაძაბული ურთიერთობა აქვს.

ფიფამ დაუსჯელად არც სერბული მხარე დატოვა. ფედერაციის პრეზიდენტი, სლავიშა კოკეზა და ნაკრების მწვრთნელი, მლადენ კრსტაიჩი მატჩის შემდეგ გაკეთებული კომენტარების გამო 5000 დოლარით დააჯარიმა ხოლო გულშემატკივრების მიერ გამოფენილი დისკრიმინაციული ბანერების და მოედანზე ნასროლი საგნების გამო ფედერაციას 54000 დოლარის გადახდა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები