ლამაზი გოლები და ყენიას დაბრუნება - ''ჩემს თავში ძალა ვიპოვე, ეს არ ყოფილა იოლი''
Aa
Aa

ლამაზი გოლები და ყენიას დაბრუნება - ''ჩემს თავში ძალა ვიპოვე, ეს არ ყოფილა იოლი''

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის მე-16 ტურში თბილისის ''ლოკომოტივმა'' ''მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანზე 2:1 დაამარცხა ფოთის ''კოლხეთი.'' გამარჯვებულთა მხრიდან ოთარ კობახიძემ დუბლი შეასრულა, ხოლო ერთადერთი საპასუხო გოლი ილია მიხალიოვის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ თბილისურმა გუნდმა ორივე გოლი ლამაზი კომბინაციის შემდეგ შეაგდო.

''ლოკომოტივის'' ნახევარმცველმა ლევან ყენიამ 21-თვიანი პაუზის შემდეგ პროფესიულ დონეზე პირველი მატჩი ჩაატარა. ქართველი მოთამაშე მეორე ტაიმის დამატებულ წუთზე გამოჩნდა მინდორზე.

მატჩის შემდეგ ლევან ყენიამ სოციალურ ქსელში  მადლობა გადაუხადა ყველას, ვისგანაც მხარდაჭერას გრძნობდა.

2016 წლის 18 აგვისტოს ევროპა ლიგის პლეი ოფში პრაღის ''სლავიას'' მაისურით ლევან ყენიამ ბრიუსელის ''ანდერლეხტის'' წინააღმდეგ იასპარეზა. მას შემდეგ უნიჭიერესმა ფეხბურთელმა პირველად ფოთის ''კოლხეთთან'' ითამაშა. ტრავმის გამო 2016 წელს დატოვა ჩეხური გუნდი და 2017 წელს თბილისის ''ლოკომოტივს'' დაუბრუნდა. 

2008-14 წლებში ''შალკეს'' შემადგენლობაში ლევან ყენიამ ტრავმების გამო ბუნდესლიგაში მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა, 2012 წელს კი გელზენკირხენული გუნდიდან წავიდა და ლვოვის ''კარპატის'' მოთამაშე გახდა, უკრაინულ კლუბში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ გერმანიაში დაბრუნდა და მეორე ბუნდესლიგის დიუსელდორფის ''ფორტუნას'' მაისური მოირგო. 2014 წლიდან პრაღის ''სლავიასთვის'' თამაშობდა.

თბილისის ლოკომოტივი – ფოთის კოლხეთი  2:1 (2:1)

 22 ივნისი, თბილისი, “მიხეილ მესხი 2“

 ლოკომოტივი“: შეროზია, გაბაძე, ნიკა ჭანტურია, ქურდაძე, უბილავა, ძებნიაური, სამურკასოვი (ცნობილაძე 71), კიკაბიძე (არდაზიშვილი 66), გავაშელიშვილი, ჯიქია (ყენია 90+2), ოთარ კობახიძე

 მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

 კოლხეთი“: პოლტავცევი, მახარაძე (ჭეიშვილი 68), გოგონაია, პონომარიოვი, დანილოვი, კაბორე, გოგბერაშვილი (კაკულია 73), არზიანი (კვერნაძე 80), ჯიმშელეიშვილი, კვასოვი,  მიხალიოვი

 მთავარი მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი

 გოლები: 1:0 კობახიძე (17), 1:1 მიხალიოვი (32), 2:1 კობახიძე (37)

 გაფრთხილებები: არდაზიშვილი (84), გოგონაია (84)

 მთავარი მსაჯი: ი.კვირიკაშვილი

 

რუსთავი – გორის დილა 2:2(1:1)

22 ივნისი, თბილისი, "მიხეილ მესხი"

რუსთავი: რევიშვილი, გეგეჭკორი, პაპავა, ცინცაძე, კვირკვია (ბექა ქავთარაძე 64), ჩოგაძე (ქარდავა 45+6), ფონიავა, კობახიძე, ციცქიშვილი, მარცვალაძე (მაქაცარია 76), კირკიტაძე

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

დილა: ბეგაშვილი, მაჩაიძე, ჩადუნელი, რაზმაძე (ფანცულაია 61), ქავთარაძე, ნონიკაშვილი (ნონდი 36), კორიფაძე, კოვტალიუკი, ლემპტი (ფორტესი 73), კვახაძე, რიბეირო

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია

გოლები: 0:1 ნონიკაშვილი(4), 1:1 ცინცაძე(45+6), 2:1 ცინცაძე(58), 2:2 ქავთარაძე(83)

გაფრთხილებები: ნონიკაშვილი(18), ნონდი(74), გეგეჭორი(76)

გაძევება: რევიშვილი(45+3)

მთავარი მსაჯი: პ.მაჭარაძე

ფოტო: fcloco.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები