''სამპაოლი განავალია'' - სიმეონეს აზრით არგენტინის ნაკრებში ანარქიაა
Aa
Aa

''სამპაოლი განავალია'' - სიმეონეს აზრით არგენტინის ნაკრებში ანარქიაა

მადრიდის ''ატლეტიკოს'' მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ არგენტინის ნაკრების შესახებ ისაუბრა, რომელიც მუნდიალის მეორე ტურში ხორვატიასთან 0:3 დამარცხდა.

დიეგო სიმეონემ არგენტინულ ole-სთან საუბარში ხორხე სამპაოლი გააკრიტიკა და მას განავალი უწოდა.

''საუბედუროდ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ხდება ის, რაც უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ხდებოდა. არგენტინამ ორივე მატჩი ძალიან სუსტად ჩაატარა. არგენტინის ნაკრები დაკარგულია, რომელსაც არ შეუძლია ბურთის კონტროლი და დომინირება. მთავარი პრობლემა მწვრთნელია, ის ნამდვილი განავალია.

როცა მწვრთნელია განავალი ეს გაცილებით ცუდია ვიდრე ის რომ მოთამაშეები იყვნენ განავლები. გუნდის შექმნისა და შენების პროცესში მთავარი ფუნქცია მთავარმა მწვრთნელმა უნდა შეასრულოს, მაგრამ დღეს გუნდში სრული ანარქიაა.

მესი ძალიან კარგია, მაგრამ მაშინ როცა მასთან ერთად ექსტრა-კლასის ფეხბურთელები თამაშობენ. რონალდუსა და მესის შორის ვისზე შეაჩერებდი არჩევანს?'' - აღნიშნა სიმეონემ ole-სთან საუბარში.

მიუხედავად კრიტიკული განცხადებისა, სიმეონეს აზრით ''ალბისელესტე'' მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლას მოახერხებს.  მისი პროგნოზით ნიგერია ისლანდიას დაამარცხებს, შემდეგ არგენტინა ნიგერიასთან 3 ქულას მოიპოვებს და ხორვატია ისლანდიასთან გაიმარჯვებს.

სიმეონემ ვილი კაბალიეროს შეცდომაზე ისაუბრა: ''მან ანალოგიური ტიპის შეცდომები იტალიასთან და ესპანეთთან დაუშვა, მაგრამ მაშინ გაგვიმართლა და გოლები არ გავუშვით, ამჯერად კი მეტოქემ შანსი გამოიყენა.''

D ჯგუფის ცენტრალური შეხვედრა არგენტინასა და ხორვატიას შორის შედგა და ბალკანელების დამაჯერებელი გამარჯვებით 3:0 დასრულდა. მატჩის პირველივე წუთებიდანვე იგრძნობოდა, რომ არგენტინას ძალიან გაუჭირდებოდა და ეს ასეც მოხდა.

შეიძლება ითქვას, რომ ხორხე სამპაოლიმ საფლავი გაითხარა. მის მიერ არჩეული სქემა 3-4-3 მცდარი გამოდგა და გუნდმა სრული კრახი განიცადა. არგენტინა ბურთის გაკონტროლებას ვერ ახერხებდა. შემადგენლობიდან გამომდინარე ეს ყველაფერი მოსალოდნელიც იყო.

ხორვატიამ "ალბისელესტე" ყველა ასპექტში დაჩაგრა. ანგარიში ვილი კაბალიეროს მიუტევებელი შეცდომით გაიხსნა და ამის შემდეგ არგენტინა მოიშალა.

არგენტინა დღეიდან სხვის იმედად რჩება. თუ, დღეს ისლანდია ნიგერიას დაამარცხებს, სამპაოლის გუნდის შანსები 1%-მდე დაეცემა.

ხორვატიასთან განადგურების შემდეგ არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე ხმამაღალი კომენტარიც გააკეთა.

„პასუხისმგებლობა მე მეკისრება. მარცხში დამნაშავე მხოლოდ მე ვარ. თამაში კარგად კარგად ვერ წავიკითხე და შედეგიც სახეზეა. ჯერჯერობით მესისთვის საუკეთესო ფეხბურთელები ვერ ვიპოვეთ , რეალურად რომ ვისაუბროთ არგენტინის ახლანდელი ნაკრები ლეოს საკუთარი ნიჭისა და გენიალურობის გამოვლენის საშუალებას არ აძლევს. მესი მატჩის მიმდინარეობისას შეზღუდულია, რადგან გუნდი მას როგორც საჭიროა ისე ვერ ერგება.

მინდა რუსეთში ჩამოსულ ყველა არგენტინელ გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადო, მეც მათსავით აღტაცებული ვიყავი და საუკეთესო გუნდის ჩამოსაყალიბებლად ყველაფერი გავაკეთე.'' (იხილეთ)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები