ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ვერ გავიდა
Aa
Aa

ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ვერ გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდში, ამერიკელ დენის კუდლას დაუპირისპირდა და 2 სეტში, 2:6; 4:6 წააგო.

პირველ სეტში კუდლა დიდ უპირატესობას ფლობდა და პარტია იოლად დახურა, თანაც მეტოქეს ბრეიკ-პოინტიც არ მისცა.

გაცილებით დაძაბული იყო მეორე სეტი, როცა ამერიკელი ასევე ბრეიკით დაწინაურდა, თუმცა 3:4-ზე ბასილაშვილს სამმაგი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა და თამაშიც 2 სეტში დასრულდა.

ბასილაშვილი ბოლო დროს არცთუ კარგ ფორმაში იმყოფება და უკანასკნელი 5 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოგება აქვს - მან გუშინ შვედი, ელიას იმერი დაამარცხა, ჯოკოვიჩთან, სიმონთან, სუგიტასთან და კუდლასთან კი თავად დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები