ბასილაშვილი რომში კვალიფიკანტით დაიწყებს, შემდეგ წრეში ჯოკოვიჩი?..
Aa
Aa

ბასილაშვილი რომში კვალიფიკანტით დაიწყებს, შემდეგ წრეში ჯოკოვიჩი?..

დღეიდან იტალიის დედაქალაქ რომში ჩოგბურთის მასტერსის სერიის კიდევ ერთი ტურნირი იწყება, რომლის ძირითად ბადეში ნიკოლოზ ბასილაშვილიც ითამაშებს.

ქართველმა ჩოგბურთელმა გამოსვლა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და 2 საკმაოდ რთული მატჩი მოიგო.

ნიკამ ჯერ რუმინელ მარიუს ჩოპილს სეტში მოუგო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ვეტერან ფრანგ ჟულიენ ბენეტოს ასევე 3 სეტში აჯობა.

ბასილაშვილი ძირითადი ბადის პირველ შეხვედრას 22 წლის იტალიელ ფილიპო ბალდის წინააღმდეგ ითამაშებს. ბალდი მსოფლიოს 370-ე ჩოგანია და ტურნირზე ასევე კვალიფიკაციის გავლით მოხვდა. მან მარტონ ფუქსოვიჩისა და გილერმო გარსია-ლოპესის წინააღმდეგობა დაძლია.

ბასილაშვილისა და ბალდის მატჩის გამარჯვებული მეორე წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ალექსანდრ დოლგოპოლოვს შორის უკეთესს დაუპირისპირდება.

დღეს გამოქვეყნებულ მსოფლიოს ახალ რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი 74-ე პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები