დაფასებაც ასეთი უნდა - უპრეცედენტო ფაქტი ლა ლიგაში
Aa
Aa

დაფასებაც ასეთი უნდა - უპრეცედენტო ფაქტი ლა ლიგაში

შაბათს ლა ლიგაში უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდება. „რეალ სოსიედადი“ თავის ლეგენდას ჩაბი პრიეტოს დააფასებს და მაისურზე გუნდის გერბის ნაცვლად მას გამოსახავენ.

„ჩაბი ყოველთვის ატარებდა „სოსიედადის“ გერბს, ამჯერად „სოსიედადი“ ატარებს მას“, ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

შაბათს პრიეტო „ანოეტაზე“ „სოსიედადის“ მაისურით ბოლოჯერ ითამაშებს და მისი 15 წლიანი კარიერაც დასრულდება.

ჩაბი პრიეტო მთელი თავისი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში თეთრ-ლურჯ მაისურს ატარებდა. „სოსიედადის“ ახალგაზრდული გუნდიდან დაწინაურების შემდეგ, ანუ 2003 წლიდან დღემდე, 34 წლის ფეხბურთელი სან სებასტიანელთა ერთგულია.

„სოსიედადის“ რიგებში პრიეტომ 529 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 74 გოლი და 51 საგოლე გადაცემაა.

სან სებასტიანელები 36 ტურის შემდეგ ლა ლიგაში 46 ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფებიან.

„რეალ სოსიედადისა“ და „ლეგანესის“ მატჩი „ანოეტაზე“ თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები