Aa
Aa

"დარწმუნებული ვარ, გახსნილი ფეხბურთი იქნება" - ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ესპანურ პრესასთან ისაუბრა. იგი კრიშტიანუ რონალდუს ტრავმის საკითხს შეეხო და ჩემპიონთა ლიგის ფინალზეც გააკეთა კომენტარი.

48 საათის წინ კრიშტიანუს ტრავმით ყველა შეშფოთებული იყო, თუმცა ახლა ყველაფერი მშვენივრადაა. ის თავს ნორმალურად გრძნობს და სიარული არ უჭირს. ისკომაც გუნდთან ერთად ივარჯიშა და ისიც კარგადაა. რაც შეეხება კარვახალს, მას მცირე პრობლემები აქვს, ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია და სარეაბილიტაციო პერიოდს აგრძელებს.

არ ვფიქრობ ტრავმებისა და იმის შესახებ, რომ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ფინალში რომელიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდეს. ჩემს განკარგულებაში 25 მოთამაშეა, თითოეულმა მათგანმა პერიოდულად უნდა დაისვენოს, მაგრამ ამაში ტრავმები არ იგულისხმება.

პოზიტივი უნდა შევინარჩუნოთ და იმაზე არ ვიფიქროთ, რა და როდის შეიძლება მოხდეს. აი მაგალითად, კრიშტიანუს ახლა მცირე დაზიანება აქვს, ჩვენ კი მისი პრობლემა რაც შეიძლება დროულად უნდა მოვაგვაროთ. ამით ყველაფერი არ ამოიწურება, თუმცა 150%-ით გპირდებით, რომ ამჟამად დაშავებული ყველა ფეხბურთელი ფინალში იქნება.

ვემზადებით იმ გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიღწევა შეძლო. შესაბამისად, ვიცით საქმე რასთანაც გვაქვს. მათ ცოტ-ცოტა ყველაფერი აქვთ, ტექნიკა, სისწრაფე... ინგლისური გუნდია, რაც ნიშნავს, რომ იციან თავი როგორ დაიცვან და როგორ იბრძოლონ. დარწმუნებული ვარ, რომ გახსნილი ფეხბურთი იქნება და ბრწყინვალე მატჩი გამოვა".

ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა 26 მაისს კიევის "ოლიმპიურ სტადიონზე" ჩატარდება. უეფას გადაწყვეტილებით, აღნიშნულ დაპირისპირებას სერბ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, რომელსაც 45 წლის მილორად მაზიჩი უხელმძღვანელებს, მე-4 სათადარიგო არბიტრის ფუნქციას კი ფრანგი კლემენ ტურპენი შეასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები