ძარიას გოლი - ქართველის გუნდმა კონკურენტი გაანადგურა
Aa
Aa

ძარიას გოლი - ქართველის გუნდმა კონკურენტი გაანადგურა

ალბანეთის სუპერლიგის 29-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ''კუკეშიმ'' 4:0 გაანადგურა უშუალო კონკურენტი ტირანას ''პარტიზანი.'' გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში 29 წლის ირაკლი ძარია მოხვდა. ქართველმა ფეხბურთელმა 28-ე წუთზე გოლი გაიტანა და ანგარიში 2:0 გახდა. ირაკლის გოლის შემდეგ ''კუკეშიმ'' კიდევ ორი გოლი შეაგდო და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

29 ტურის შემდეგ ალბანეთის 10-გუნდიან სუპერლიგას ''სკენდერბეუ'' 66 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციას ''კუკეში'' 54 ქულით იკავებს, ხოლო მესამე ადგილზეა ''პარტიზანი'' 45 ქულით. ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტური რჩება.

ირაკლი ძარიასთვის ''კუკეში'' პირველი უცხოური კლუბია. ამპლუით ნახევარმცველი მიმდინარე წელს გახდა ალბანური გუნდის მოთამაშე და ალბანეთის სუპერლიგაში ჩატარებულ 12 მატჩში 2 გოლი შეაგდო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ''პარტიზანის'' გარდა ''ლაჩის'' გაუტანა.

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის მეორე ექვსეულში ''მიხალოვცემ'' 2:0 დაამარცხა ''ზლატე მორავცე,'' რომლის სამატჩო განაცხადში ქართველი მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი არ იმყოფებოდა. მეორე ექვსეულში ''ზლატე მორავცე'' 26 ქულით მე-4 ადგილზეა და 6 ქულით უსწრებს გასავარდნ ზონას.

 

ბელარუსის ელიტარული ლიგის მესამე ტურში ''ნემანისა'' და მოგილევის ''დნეპრის'' დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა. ''ნემანის'' სასტარტოში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველმა გიორგი ქანთარიამ შეუცვლელად ითამაშა. მიმდინარე სეზონში ''ნემანმა'' სამივე მატჩი ფრედ დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები