''ტობოლის'' წარმატებული სერია - კვეკვესკირის დიაგნოზი ცნობილია
Aa
Aa

''ტობოლის'' წარმატებული სერია - კვეკვესკირის დიაგნოზი ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზახური ''ტობოლის'' ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი ტრავმირებულია. crystalsport-ის ცნობით 25 წლის ნახევარმცველს ფეხის კუნთის ნაწილობრივი გაწყვეტა დაუდგინდა, რის გამოც დაახლოებით ერთი თვე ვერ დაეხმარება კლუბს.

კვეკვესკირმა მიმდინარე სეზონში ყაზახეთის ჩემპიონატის სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 224 წუთი ითამაშა და 1 ყვითელი ბარათი მიიღო.

აზერბაიჯანული ''გაბალას'' ყოფილმა მოთამაშემ ყაზახეთის პრემიერლიგის მე-4 ტურში ტრავმირებულმა ითამაშა. უახლოეს მატჩებს ''ტობოლი'' ქართველის გარეშე ჩაატარებს. დღეს, 14 აპრილს მეხუთე ტურში ''ტობოლმა'' სტუმრად 1:0 დაამარცხა ''აქტობე.'' ''ტობოლის'' მაისურით ჯაბა კანკავამ 90 წუთი ითამაშა, ხოლო კვეკვესკირი ცხადია 18 ფეხბურთელს შორის არ ფიგურირებდა. ქართველი ფეხბურთელების გუნდმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო.

ყაზახეთის პრემიერლიგას 13 ქულით ლიდერობს ''ასტანა,'' რომელსაც მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან ''ტობოლი'' და ''ორდაბასი,'' რომელიც მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა. მეხუთე ტურში ''აკჟაიკიმ'' შინ 4:1 დაამარცხა ''ორდაბასი,'' რომლის მაისურით 88-ე წუთზე ჩაერთო თამაშში ჯაბა ჯიღაური, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი მიმდინარე წელს შეუერთდა ყაზახურ კლუბს და მხოლოდ შეცვლებზე უწევს თამაში.

ყაზახეთის პრემიერლიგაში კიდევ ერთი მატჩი შედგა. ''ყიზილჟარმა'' შინ 1:0 დაამარცხა ''ჟეტისუ.'' გამარჯვებულთა სასტარტო თერთმეტეულში გამოცდილი ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილი მოხვდა, რომელიც 69-ე წუთზე ამპლუით მცველმა გიორგი ფოფხაძემ შეცვალა. ''ყიზილჟარის'' სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა გოგიტა გოგუა. crystalsport-ის ცნობით გოგუამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ამიტომ არ უთამაშია.

''ჟეტისუს'' მაისურით მთელი მატჩი გაატარა მინდორზე ქართველმა მცველმა ლაშა კასრაძემ.

12-გუნდიან ჩემპიონატში ''ჟეტისუ'' 4 ქულით მე-9 ადგილზეა, ''ყიზილჟარი'' კი 3 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები