Aa
Aa

"შეგიძლია დედამიწა დატოვო და მარსელებს ეთამაშო" - როგორ ეხმაურებიან რონალდუს "მაკრატელას"?

კრიშტიანუ რონალდუმ საფეხბურთო სამყარო კიდევ ერთი სუპერგოლით გააოცა. თანაც პორტუგალიელმა ვარსკვლავმა აპლოდისმენტები თვით მეტოქე გუნდის გულშემატკივრებისგანაც მიიღო.


რონალდუს ამ დაუვიწყარ გოლს სპორტის სხვადასხვა ცნობილი სახეები "ტვიტერის" მეშვეობით გამოეხმაურნენ. აღნიშნული "ტვიტების" კრებული "უეფას" ოფიციალურმა საიტმა შემოგვთავაზა.

გარი ლინეკერი (ვეტერანი ფეხბურთელი; BBC Sport-ის საფეხბურთო მიმომხილველი): "ბევრი ბრწყინვალე გოლი მინახავს, მაგრამ რონალდუს ამ გოლმა სუნთქვა შემიკრა".

ფილ მაკნულტი (BBC Sport-ის საფეხბურთო ჟურნალისტი ): "რონალდუ. საოცარი ფეხბურთელი. რა ღირსეული რეაქცია "იუვეს" ფანებისგან! სიდიადის დაფასება". 

ტანკრედი პალმერი (beIN Sports-ის კორესპოდენტი, CNN-ისა და Gazzetta dello Sport-ის ყოფილი რეპორტიორი): "დავიღრიალე MAMMA MIA, თავში ხელი წავიშინე, წამოვხტი და პრეს-ლოჟაში მყოფ ჟურნალისტებს ტაშის დაკვრისკენ მოვუწოდე". 

ალვარო არბელოა ("რეალის" ყოფილი ფეხბურთელი): "კრიშტიანუ რონალდუს შეუძლია დედამიწა დატოვოს და მარსელების წინააღმდეგ ითამაშოს. მან აქ უკვე ყველაფერი გააკეთა".

რუუდ გულიტი (ვეტერანი ფეხბურთელი): "ღმერთო ჩემო! რა გოლი"! 

მარკუს რაშფორდი ("მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი): "კრიშტიანუ რონალდუ შეუდარებელია! გასაოცარი ფეხბურთელი"!

მაიკლ ოუენი (ვეტერანი ფეხბურთელი): "ღმერთო ჩემო! თუკი ამ საღამოს რამის გაკეთებას გადაწყვეტთ, ერთ-ერთი აუცილებლად რონალდუს მე-2 გოლის ნახვა უნდა იყოს. მისი პირველი გოლი შესანიშნავი იყო, მეორე გოლის აღსაწერად კი სიტყვები არ მყოფნის".

პეტერ კრაუჩი ("სტოკის" ფეხბურთელი): "ჩვენში მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელია, რომელსაც ასეთი რამის გაკეთება შეუძლია".

კარლოს საინსი (ფორმულა 1-ის პილოტი): "CR7".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები