ზლატანი ახალ „ლომურ“ რეკლამაში გადაიღეს
Aa
Aa

ზლატანი ახალ „ლომურ“ რეკლამაში გადაიღეს

ლოს ანჯელეს „გალაქსიში“ გადასვლის შემდეგ, ზლატან იბრაჰიმოვიჩის პირველი გაბრწყინება ახალ სატელევიზიო რეკლამაში მოხდა, სადაც შვედი ფეხბურთელი ბუკმეიკერული კომპანიის სახეა.

36 წლის ზლატანი, რომელმაც მანჩესტერ „იუნაიტედთან“ კონტრაქტი მის ამოწურვამდე 3 თვით ადრე გაწყვიტა და „გალაქსიში“ გადავიდა, რეკლამაში ბოსნიურად საუბრობს. სარეკლამო რგოლი საბუკმეიკერო კომპანია BetHard-ს ეკუთვნის.

ზლატანმა ინგლისის პრემიერ ლიგაში სეზონნახევარი გაატარა. ის „იუნაიტედში“ 2016 წლის ზაფხულში უფასოდ გადავიდა და აპრილის თვემდე, სანამ ტრავმას მიიღებდა 28 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები