კერიკმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა
Aa
Aa

კერიკმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა

"მანჩესტერ იუაიტედის" ვეტერანი ნახევარმცველი - მაიკლ კერიკი, სეზონის ბოლოს აქტიურ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. მან ამის შესახებ "ჩემპიონთა ლიგის" განმეორებითი 1/8 ფინალური შეხვედრის წინასამატჩო პრესკონფერენციისას განაცხადა.

მაიკლ კერიკს ნოემბერში გულის პრობლემები ჰქონდა, რაც ამ ორგანოს არარეგულირებულ მუშაობას უკავშირდებოდა და მედიკოსთა რჩევით, უმჯობესია, 36 წლის ინგლისელი განსაკუთრებულ დატვირთვებს მოერიდოს.

გავრცელებული ინფორმაციით, კერიკი მუშაობას "იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბში გააგრძელებს და ჟოზე მოურინიოს ერთ-ერთი დამხმარე იქნება.

მაიკლ კერიკი "წითელ ეშმაკთა" რიგებში 2006 წელს "ტოტენჰემიდან" გადავიდა და კლუბის ფორმით 400-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

ტანმაღალი ჰავბეკი 2001 წლიდან ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრია, რომლის ღირსების დასაცავადაც მოედანზე 34-ჯერ გამოსულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები