Aa
Aa

"ბილბაოსა" და "სპარტაკის" ფანებს შორის მომხდარ შეტაკებას პოლიციელი ემსხვერპლა

„ევროპა ლიგის“ 1/16 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი, „ბილბაოსა“ და მოსკოვის „სპარტაკს“ შორის, ტრაგედიის მიზეზი გახდა.

შეხვედრის დაწყებამდე, ადგილობრივ გულშემატკივრებსა და რუს ფანებს შორის მასშტაბური ჩხუბი მოხდა, რომლის დროსაც ადგილობრივი პოლიციელი 51 წლის ალონსო გარსია გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება, რომლის შემდეგაც გარსია უმალვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა უშედეგოდ...

საერთო ჯამში, საავადმყოფოში 5 ადამიანი მოხვდა, ხოლო ამდენივე მოქალაქე დაკავებულია.

ამ ფაქტის შემდეგ, გავლენიანი მადრიდული გამოცემა Marca მიიჩნევს, რომ ზაფხულში რუსეთში გასამართი მუნდიალი საფრთხის შემცველია და მსოფლიო ჩემპიონატი, შესაძლოა, რუსი გულშემატკივრების მიერ ბარბაროსობაში გადაიზარდოს.

ქალაქ ბილბაოს მერმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რუსები მკაცრად გააკრიტიკა და ბილბაოში ჩასვლისგან თავის შეკავება ურჩია.

„არ დაბრუნდეთ ბილბაოში! თქვენი დანახვა არ გვინდა. არანაირი ტოლერანტობა. ვინც ეს ჩაიდინა, ყველა დაისჯება“.

"უეფამ", მომხდარის გამო, მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო, ფაქტის ზუსტად შესასწავლად მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები