ერთიც და... - 36 წლის ფედერერი პირველ ჩოგნობასთან ძალიან ახლოსაა!
Aa
Aa

ერთიც და... - 36 წლის ფედერერი პირველ ჩოგნობასთან ძალიან ახლოსაა!

როტერდამის ტურნირზე ერთი გამარჯვებაც და როჯერ ფედერერი მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი გახდება.

„მაესტრო როჯერმა“ გუშინ გამართულ 1/8 ფინალურ შეხვედრაში გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერთან რთული მატჩი გადაიტანა, თუმცა მაინც 2 სეტში - 7:6 7:5 მოიგო.

36 წლის შვეიცარიელის შემდეგი მეტოქე ჰოლანდიელი რობინ ჰაასე იქნება, რომლის დამარცხების შემთხვევაშიც ფედერერი 1/2 ფინალში გააღწევს და ეს საკმარისი გახდება, რომ მომავალი კვირიდან მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყოს.

თუკი ასე მოხდა, ანდრე აგასის რეკორდი დაემხობა და ფედერერი ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი იქნება, ვინც მსოფლიო კლასიფიკაციას სათავეში ჩაუდგება.

აღსანიშნავია, რომ როჯერ ფედერერი ATP-ს რეიტინგში პირველ პოზიციას ბოლოს 2012 წელს იკავებდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ პირველი ჩოგნის რანგში გატარებული კვირების მიხედვით რეკორდი სწორედ ფედერერს ეკუთვნის, რომელიც მსოფლიო რეიტინგის მწვერვალზე ჯამში 302 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები