პასტორეს
Aa
Aa

პასტორეს "ინტერში" უნდა - "პსჟ"-ს კი მეტი ფულის მიღება

Football Italia-ს ცნობით, ხავიერ პასტორე მილანის „ინტერში“ იჯარის წესით გადასვლაზე თანახმაა.

ჯერჯერობით, „პსჟ“ ყოყმანობს და არგენტინელი ფეხბურთელის ფასის დაკლებას არ აპირებს.

პარიზელები პასტორეს სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვენ, „ინტერს“ კი მისი იჯარით აყვანა სურს, რადგან ფინანსური ფეარ პლეის წესების თანახმად, ამ ზამთარში არცერთი ფეხბურთელის გამოსყიდვა არ შეუძლიათ.

როგორც მოგეხსენებათ, „ნერაძურიმ“ „ბარსელონადან“ იჯარის წესით აიყვანა რაფინიაც და ასევე იჯარას გეგმავს დანიელ სტარიჯის შემთხვევაშიც.

თავად ფეხბურთელი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ იანვრის ბოლომდე „ინტერის“ ფეხბურთელი გახდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები