Aa
Aa

"რომას" ვარიანტები - სანსონე და გასპარი

იტალიური პრესის ინფორმაციით, „რომა“ ედინ ჯეკოსა და ემერსონ პალმიერის შემცვლელებად „ვილიარეალის“ წევრებს - ნიკოლა სანსონესა და მარიო გასპარს მოიაზრებს.

იმ შემთხვევაში, თუკი „ჩელსი“ ჯეკოსა და ემერსონში 60 მილიონ ევროს გადაიხდის, „ჯალოროსი“ ესპანურ მხარეს ოფიციალური წინადადებით დაუყოვნებლივ მიმართავს.

რა თანხას შესთავაზებს რომაული გრანდი „ვილიარეალს“ ხსენებულ ფეხბურთელთა სანაცვლოდ, ჯერჯერობით არ ხმაურდება.

ჩვენი იტალიელი კოლეგების თქმით, ჯეკოს შეცვლის კიდევ ერთი კანდიდატი „ფიორენტინას“ ტანმაღალი ფორვარდი ხუმა ბაბაკარია, რომელსაც წელს „იების“ ძირითადში მოხვედრა არ გამოსდის.

ასევე იწერება ისიც, რომ დაცვის ფლანგების გაძლიერების მიზნით, „ჯალოროსი“ მოლაპარაკებებს „ბარსელონას“ ფეხბურთელ ალეიშ ვიდალის აგენტთან მართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები