სანჩესის პირობების გასაჯაროების შემდეგ, პოგბა უკმაყოფილოა და ხელფასის გაზრდას ითხოვს
Aa
Aa

სანჩესის პირობების გასაჯაროების შემდეგ, პოგბა უკმაყოფილოა და ხელფასის გაზრდას ითხოვს

Mirror-ის ინფორმაციით, ალექსის სანჩესის "მანჩესტერში" გადასვლისა და მისი ანაზღაურების გასაჯაროების შემდეგ, პოლ პოგბამ უკმაყოფილება არ დამალა.

წყაროს ცნობით, ფრანგ ფეხბურთელს სურს, რომ სანჩესის იდენტური ხელფასი ჰქონდეს.

ცნობილია, რომ ჩილელი ფეხბურთელის ანაზღაურება კვირაში 400 ათასი ფუნტი იქნება. პოგბას ამჟამინდელი გასამრჯელო კი 200 ათასი გახლავთ.

ფრანგი ფეხბურთელის სურვილის შესახებ "იუნაიტედს", პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ აცნობა.

ჯერჯერობით "მანჩესტერის" პოზიცია უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით, კლუბს ფეხბურთელის მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები