პელემ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა
Aa
Aa

პელემ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა

ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა და მეფედ წოდებული პელე ჰოსპიტალიზირებულია.

77 წლის ლეგენდა ლონდონში ფეხბურთის მწერალთა ასოციაციის ღონისძიებას უნდა დასწრებოდა, თუმცა მან თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა.

ამჟამად პელე სან პაულუში იმყოფება და საავადმყოფოში ექიმების განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშაა.

როგორც ექიმებმა განაცხადეს, პელეს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მას მნიშვნელოვანი გამოკვლევების ჩატარება ესაჭიროება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები