მესი რონალდინიოს ემოციურად დაემშვიდობა:
Aa
Aa

მესი რონალდინიოს ემოციურად დაემშვიდობა: "ფეხბურთი შენს ღიმილს არასდროს დაივიწყებს"

როგორც მოგეხსენებათ, ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ 37 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.

ამ ფაქტს უამრავი ცნობილი სახე გამოეხმაურა და მათ შორის იყო ლეო მესიც. არგენტინელმა საკუთარი Instagram-ის გვერდიდან გაუჩოს გამოსამშვიდობებელი წერილი მიუღვნა, რომელიც საკმაოდ ემოციური გამოდგა.

"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ შენ ბევრი რამ მასწავლე. მუდამ მადლიერი ვიქნები იმისთვის, რომ გასახდელ ოთახში ჩემი პირველად შემოსვლის დროს ყველაფერი გამიადვილე. მე იღბლიანი  ვარ, რადგან წილად მხვდა პატივი, რომ შენთან ერთად ბევრი რამ გამეზიარებინა. შენ ბურთის ფენომენალურად ფლობასთან ერთად, დიდი პიროვნებაც ხარ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დასრულება გადაწყვიტე, ფეხბურთი შენს ღიმილს არასდროს დაივიწყებს. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ რონი!"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები