ოფიციალურად: კეიტა ზამთარში
Aa
Aa

ოფიციალურად: კეიტა ზამთარში "ლივერპულში" არ გადავა!

გერმანული „ლაიფციგის“ გვინეელი ნახევარმცველი ნაბი კეიტა კლუბს ზამთარში არ დატოვებს.

ამის შესახებ ლაიფციგელთა ოფიციალური საიტი გვამცნობს.

განცხადებაში წერია, რომ კეიტა 30 ივნისამდე ბუნდესლიგის ამჟამინდელი მე-2 ადგილოსნის ღირსებას დაიცავს და ყოველგვარ სპეკულაციას თითქოს ფეხბურთელი „ლივერპულს“ ზამთარშივე შეუერთდებოდა, ბოლო მოეღო.

ცნობილია, რომ „ლივერპულსა“ და „ლაიფციგს“ სატრანსფერო შეთანხმება მიღწეული აქვთ, რომლის თანახმადაც გერმანელები ზაფხულში 70 მილიონ ევროს მიიღებენ, კეიტა კი „ენფილდზე“ გადაბარგდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები