Aa
Aa

"ბარსამ" 145 მილიონი იზარალა? დემბელემ კვლავ ტრავმა მიიღო

"ბარსელონას" ოფიციალური ვებ გვერდის ცნობით, კლუბის ფრანგი გარემარბი უსმან დემბელე კვლავ ტრავმირებულია.

"სოსიედადთან" გამარჯვების (4-2) შემდეგ, 20 წლის ფეხბურთელმა მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო, რომელიც სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მძიმე გამოდგა.

დემბელეს 3-4 კვირის გაცდენა მოუწევს და სავარაუდოდ, ის მოედანს "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8 წინალის წინ დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ 145 მილიონად შეძენილმა უსმან დემბელემ არასრული 5 თვის განმავლობაში უკვე მეორე ტრავმა მიიღო. 4 თვის გაცდენის შემდეგ, მას ამჯერად 1 თვემდე გაუცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები