1982 წლის შემდეგ პირველად -
Aa
Aa

1982 წლის შემდეგ პირველად - "სიტი" ისტორიის დაწერას განაგრძობს

პრემიერლიგის მე-19 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ბორნმუთს" უმასპინძლა და ჩვეულ სტილში, მარტივად 4-0 სძლია.

"ქალაქელები" წელს საოცარ ფორმაში იმყოფებიან და რეკორდს რეკორდზე ამყარებენ. ასეთი შემთხვევა იყო გუშინაც, როცა პეპ გვარდიოლას გუნდი 1982 წლის შემდეგ გახდა პირველი, რომელმაც პრემიერლიგის ერთ კალენდარულ წელში 100 გოლის გატანა შეძლო.

ისტორიის მანძილზე, ას გოლზე მეტის გატანა მხოლოდ "ლივერპულმა" შეძლო და ეს "მერსისაიდელებმა" 1982 წელს მოახერხეს, როდესაც თავიანთ ანგარიშზე 106 ბურთი დააფიქსირეს.

სატურნირო ცხრილში "სიტი" ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს. გვარდიოლას გუნდს 55 ქულა აქვს და მეორეადგილოსან "იუნაიტედს" 13 ქულით უსწრებს.

აქვე გეტყვით, რომ "ქალაქელების" რეკორდული სერია გრძელდება და ჩემპიონატში მათ ანგარიშზე ზედიზედ 17 გამარჯვებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები