სილვამ ვარჯიში განაახლა - რა მდგომარეობაშია ესპანელი?
Aa
Aa

სილვამ ვარჯიში განაახლა - რა მდგომარეობაშია ესპანელი?

გასულ კვირას პრესაში შემზარავი ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც "მანჩესტერ სიტის" ესპანელ ნახევარმცველს დავიდ სილვას სიმსივნე ჰქონდა და ის გუნდს გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა.

ინტერნეტსივრცეში "სიტის" ფეხბურთელების ფოტოები გავრცელდა, სადაც ისინი სილვას მხარს უჭერდნენ.

დღეს კი გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა. ესპანელმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

როგორც აღმოჩნდა, "ლესტერთან" შეხვედრაში მისი არყოფნა პირადი პრობლემებით იყო გამოწვეული. კონკრეტული მიზეზები არ სახელდება.

არის იმის შანსიც, რომ დავიდ სილვა დღეს "ბორნმუთის" წინააღმდეგ მატჩში მოედანზეც ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები