მოურინიო:
Aa
Aa

მოურინიო: " მანჩესტერი ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას არ გეგმავს

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ანტუან გრიზმანის შესაძლო ტრანსფერის შესახებ განცხადება გააკეთა და მისი შეშენა გამორიცხა.

"სხვა ფეხბურთელებზე საუბარი არ მიყვარს. მითუმეტეს, თუ ეს მოთამაშე სხვა გუნდში თამაშობს და ჩემთან არანაირი შეხება არ აქვს. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა არ მიყვარს. "მანჩესტერი" ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას არ გეგმავს, მითუმეტეს თავდასხმის ხაზში".

შეგახსენებთ, რომ დღემდე ანტუან გრიზმანის სახელს "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ბარსელონას" უკავშირებდნენ, თუმცა მოურინიოს თქმით, "წითელი ეშმაკები" ფრანგი ფეხბურთელის შეძენას არ გეგმავენ.

ეპსანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს გრიზმანმა არჩევანი უკვე გააკეთა და მან "ბარსა" აირჩია, როგორც ჩანს სიმართლეს შეესაბამება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები