ბუფონი:
Aa
Aa

ბუფონი: "შესაძლოა, "ევრო 2020"-ზე ვითამაშო"

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი, ევრო 2020-ზე თამაშს არ გამორიცხავს.

„ფეხბურთს იქამდე ვითამაშებ, სანამ ვიგრძნობ, რომ ამას კარგად ვაკეთებ. შვედეთთან დამარცხების შემდეგ, დიდი შოკი მივიღე და ამაზე დღემდე ბევრს ვფიქრობ.

მე დღიდან დღემდე ვცხოვრობ და არ გამოვრიცხავ, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე ვითამაშო“.

ცოტა ხნის იტალიურმა პრესამ დაწერა, რომ ბუფონი ფეხბურთში დარჩენაზე სერიოზულად ფიქრობს, თუმცა რა ვადით ეს ჯერჯერობით ცნობილი არაა.

გასული სეზონის შემდეგ, „ჯიჯი“ ამბობდა, რომ მისი კარიერის ბოლო საფეხბურთო წელი იწყებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ასე არ იქნება...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები