ვან დე ბეეკით
Aa
Aa

ვან დე ბეეკით "მილანი" დაინტერესდა

Calciomercato-ს ცნობით, “მილანი“ ამსტერდამის „აიაქსის“ ახალგაზრდა შუახაზელ დონი ვან დე ბეეკის ტრანსფერით ინტერესდება.

20 წლის ვან დე ბეეკს, ჰოლანდიაში ახალ კრისტიან ერიქსენად მოიხსენიებენ და მასზე დიდი იმედები მყარდება.

ვან დე ბეეკმა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მოუმატა და უშუალო მოვალეობის კარგად შესრულების გარდა, შედეგიანობასაც უმატა. მას ჰოლანდიის ჩემპიონატის ბოლო 4 ტურში, 5 გოლი მოუგროვდა.

იტალიური გამოცემა ამბობს, რომ ვან დე ბეეკის მსგავსი კრეატიული ნახევარმცველი, ამჟამინდელ „მილანს“ ძალიან სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები